22.03.2010
                                    ავტორთათვის

                პროფესორების ნ. თათრიშვილისა და გ. ზარიძის დაბადებიდან 100
             წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებულში სტატიების წარსადგენად

1 _ გამოსაცემად მიიღება მხოლოდ სამეცნიერო სესიისთვის წარმოდგენილი მოხსენებები.
2 _ სტატია დაბეჭდილი უნდა იყოს Acadnusx -ში A4 ფორმატზე, #11 შრიფტით, ერთი ინტერვალით; არეები: ზედა - 15 მმ, ქვედა - 25 მმ, მარცხენა - 25 მმ  და მარჯვენა - 15 მმ.
3 _ სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
4 _სტატიას წინ უნდა უძღოდეს გაფართოებული რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე არაუმეტეს 2 გვერდისა. ინგლისურ ენაზე დაწერილი სტატიის გაფართო-ებული რეზიუმე წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე და პირიქით.
5 _ სტატიის საერთო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 10 გვერდს.
6 _ ცალკე ფაილის სახით წარმოდგენილი უნდა იყოს ანოტაციები ინგლისურ, ქარ-თულ და რუსულ ენებზე #10 შრიფტით. ანოტაციის მოცულობა არ უნდა აღემა-ტებოდეს 600 ნიშანს.
7 _ სტატია უნდა გაფორმდეს შემდეგი სახით (ქვემოთ იხ. მაგალითი):
"    სათაური;
"    ავტორი (ავტორები);
"    სამუშაო ადგილი (ადგილები), საკონტაქტო ავტორის ელ. ფოსტა;
"       УДК;
"    ცხრილები აკრეფილი უნდა იყოს ცალკე word-ის ფაილად, A4 ფორმატის ზემოთ აღნიშნული არეების დაცვით;
"    გრაფიკული მასალა (ნახაზები, ფოტოები და სხვ.) მოცემული უნდა იყოს ასევე ცალკე ფაილად Photyoshop-ის ფორმატში;
"    ნახაზების, ფოტოების და ა.შ. ქვეწარწერები წარმოადგინეთ გრაფიკული მასალის შესატყვისი ნომერაციით ცალკე word-ის ფაილად #10 შრიფტით; 
"    უხარისხო გრაფიკული მასალა არ მიიღება;
"    დამოწმებული ლიტერატურის სია უნდა დალაგდეს ანბანის მიხედვით. 

    ინგლისურ ტექსტში ლიტერატურა წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ ინგლისურად. თარგმანის შემთხვევაში მითითებული უნდა იყოს დედანი _ (ინ ღუსსიან ან ინ Gეორგიან). ქართულ ნაშრომში დამოწმებული იქნება ჯერ ქართულენოვანი ლიტერატურა, შემდეგ ინგლისური და რუსული. ლიტერატურის სიაში მითითებული უნდა იყოს ჯერ ავტორის (ავტორების) გვარი და ინიციალები, წელი ფრჩხილებში, სათაური, გამოცემის დასახელება და გვერდების რაოდენობა. ლიტერატურა ტექსტში აღნიშნული უნდა იყოს ავტორის (ავტორების) და წლის მითითებით ფრჩხილებში, მაგალითად: (Taylor, 1999; an Alther et al., 2000);
"    სტატიის ბოლო გვერდზე უნდა იყოს ავტორის (ავტორების) ხელმოწერა.
8 _ წარმოდგენილ სტატიას თან უნდა ახლდეს ელექტრონული ვერსია.
9 _ ყველა წარმოდგენილი სტატია რედკოლეგიის წარდგენით გაივლის რეცენზიას.
10 _ სტატიის წარდგენის ბოლო ვადაა ა.წ. 1 აპრილი.
11 _ ნაშრომი, რომელიც მოთხოვნის მიხედვით არ იქნება გაფორმებული არ მიიღება.



მაგალითი:

        УДК [553.061.12:551.72](479)

        NEW PETRO AND GEOCHEMICAL DATA ON PRECAMBRIAN MAGMATITES OF THE 
                                                                        CAUCASUS

                                D. Shengelia1, I. Gamkrelidze1, L. Shubitidze1, E. Abashidze2

1Ministry of Education and Science of Georgia. LEPL Alexandre Janelidze Institute of Geology, M. Alexidze st. 1/9, Tbilisi 0171, Georgia . 2Georgian Technical University, , M. Kostava st. 77 , Tbilisi 0175, Georgia. E-mail: d_shenge@yahoo.com.

სტატიების მიღება ხდება დირექტორის მოდგილე გ. ფრანგულაშვილთან
(II სართული,  ოთახი 216, ტელ. 33 51 09).


                                                            რედკოლეგია

მთავარ გვერდზე დაბრუნება
მთავარ გვერდზე დაბრუნება