11.06.2009 წ. საიუბილეო სამეცნიერო სესია

            11 ივნისს ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში გაიხსნა ცნობილი მეცნიერების ნინო თათრიშვილისა და გიორგი ზარიძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სამეცნიერო სესია.

            საიუბილეო ღონისძიების ორგანიზატორები არიან:  ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და საქართველოს საინჟინრო აკადემია.

            საიუბილეო სხდომა და სანეცნიერო სესია ჩატარდება 11-12 ივნისს

            საიუბილეო სხდომა გახსნა ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა თამარ წუწუნავამ.

            სხდომაზე სიტყვით გამოვიდა სტუ-ს რექტორი, საინჟინრო აკადემიის საპატიო პრეზიდენტი, პროფესორი არჩილ ფრანგიშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ გეოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევისა და დიაგნოსტიკის ცენტრს მიენიჭა გიორგი ზარიძის სახელი.
31.08.2009 წ.                           
                                       გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა 


საჯარო სამართლის იურიდიული პირის  - ალექსანდრე ჯანელიძის გელოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის შესახებ.

   სსიპ ალექსანდრე ჯანელიძის გელოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების შემდეგი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად:

1. სტრატიგრაფიისა და პალეონტოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი/მთავარი მეცნიერ თანამშრომელი;
2. ტექტონიკის, რეგიონული გეოლოგიისა და სეისმოტექტონიკის განყოფილების ხელმძღვანელი/მთავარი         მეცნიერ თანამშრომელი;
3. პეტროლოგიის, მინერალოგიისა და ლითოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი/მთავარი მეცნიერ           თანამშრომელი;
4. სასარგებლო წიაღისეულის, გეოქიმიისა და იზოტოპური გეოქრონოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი/     მთავარი მეცნიერ თანამშრომელი;
5. გარემოს ფიზიკურ-ქიმიური კვლევის განყოფილების ხელმძღვანელი/ მთავარი მეცნიერ თანამშრომელი.

• სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს იმ            შემთხვევაში, თუ მას აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი, მეცნიერებათა დოქტორის ან მეცნიერებათა      კანდიდატის ხარისხი;
• კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის        თანამდებობის დაკავება შეიძლება 4 წლის ვადით.
• კონკურსში მონაწილეობის მსურველმა საკონკურსო განცხადებას თან უნდა დაურთოს შემდეგი               დოკუმენტები:

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) კალენდარული ავტობიოგრაფია (CV);
გ) აკადემიური დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
დ) გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების სია;
ე) 1 სამეცნიერო ნაშრომის (სტატია, მონოგრაფია) ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით უკეთესად           წარმოაჩენს მის პროფესიონალიზმს;
ვ) შესაბამისი  სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის სამეცნიერო საქმიანობის მიმდინარეობისა და            განვითარების ხედვა (პრიორიტეტები, მიზნები, მოსალოდნელი შედეგები, მეცნიერული პოტენციალი,          კვლევის მატერიალურ-ტექნიკური რესურსები და სხვ.);
ზ) სამეცნიერო გრანტების ჩამონათვალი;
თ) სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის ჩამონათვალი და დამადასტურებელი        დოკუმენტების ასლები (დიპლომები, სერთიფიკატები, ჯილდოები დასხვ.);
ი) შესაბამისი დარგის იმ 2 მაღალკვალიფიციური მეცნიერის საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებმაც             შეიძლება რეკომენდაცია გაუწიონ განმცხადებელს.

•    სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კანდიდატურის შერჩევისას გათვალისწინებული იქნება შემდეგი კრიტერიუმები:

ა) გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების რაოდენობა, განსაკუთრებით ბოლო 5 წლის განმავლობაში;
ბ) საერთაშორისო სამეცნიერო აქტიურობა ბოლო 10 წლის განმავ¬ლობაში (მონაწილეობაკონფერენციებში,                     სიმპოზიუმებში და ა.შ);
გ) მონაწილეობა საგრანტო, განსაკუთრებით საერთაშორისო სამეცნიერო თემატიკაში;
დ) სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის განვითარებიოს სტრატეგიული ხედვა;
ე) სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოს ორგანიზების გამოცდილება;
ვ) ახალგაზრდა მეცნიერებთან მუშაობის გამოცდილება (მოწაფეების რაოდენობა, მათი ჩართვის ხარისხი        საგრანტო და საინსტიტუტო თემატიკაში და სხვ.);
ზ) დისციპლინარული პასუხისმგებლობა.

    საბუთები მიიღება ალექსანდრე ჯანელიძის გელოგიის ინსტიტუტში:  თბილისი, მ. ალექსიძის ქ. 1, კორპ. 9, ოთახები 319 და 331.
    საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2009 წლის 29 სექტემბერი, 14:00სთ.
    კონკურსი ჩატარდება 2009 წლის 30 სექტემბერს, 12:00სთ, იმავე მისამართზე.
    ინფორმაციისათვის მიმართეთ კონკურსის სამდივნოს:
    E-mail: fmaisadze@yahoo.com     
        ტელ: 36 49 82
        მობ:  898 52 26 07
პასუხისმგებელი პირი – ფერანდო მაისაძე




5.10.2009 w.
განცხადება
მთავარ გვერდზე დაბრუნება
მთავარ გვერდზე დაბრუნება
კონფერენცია
25-27.11.2010